ტექნიკური ასისტენტი- ბათუმი
სადილერო კომპანია Auto Home აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი, გიორგი ანწუხელიძის ქ
სამუშაო დრო: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შაბათი 10:00 - 15:00
ანაზღაურება: 700₾ + ბონუსი გაყიდული ავტომობილიდან (საშუალო ანაზღაურება 1500-1700 ლარი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: თანამშრომლების შერჩევაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პარკინგზე მოსული მომხმარებლების დახვედრა და კონსულტაცია;
- ავტომობილების ძირითადი მახასიათებლების გაცნობა (ძრავა, წელი, გარბენი, კომპლექტაცია და სხვა);
- ავტომობილის დათვალიერებაში დახმარება;
- გაყიდვების მენეჯერთან კოორდინაცია პარკინგზე წესრიგისა და ავტომობილების სისუფთავის კონტროლი.
- გამყიდველთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება
- GPS მოწყობილობის მონტაჟი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
ჩვენ გთავაზობთ:
- ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- კორპორაციულ დაზღვევას;
- განმავითარებელ ტრენინგებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს.