ტექნიკური ანალიტიკოსი
"სტერეო +" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
Stereo + 2002 წლიდან საქმიანობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ტექნიკური ჯგუფისგან მიღებული მონაცემების აღრიცხვა, დამუშავება, მონიტორინგი - საჭირო დოკუმენტაციის წარმოება
- საქმის საჭიროებიდან გამომდინარე, პერიოდული მონიტორინგის მიზნით ადგილზე ვიზიტის განხორციელება
- პარტნიორ კომპანიებთან ოფიციალური კორესპოდენციის წარმოება მეილის საშუალებით
- ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლების მივლინებებისა და შვებულებების აღრიცხვა, მონიტორინგი
- პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პრიორიტეტი მიენიჭება ინგლისური ენის კარგად მცოდნე კანდიდატს
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება
უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)