ტექნიკურ სამსახურის სტაჟიორი — Construction Service

Construction Service — ლოგო
Construction Service

ტექნიკურ სამსახურის სტაჟიორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ სამსახურის სტაჟიორის პოზიციაზე.

მოტივირებულ გუნდის ახალ წევრებს ელოდება!

სამუშაო განაკვეთი: სრული /სწავლასთან შეთავსებით

სამუშაო ადგილი: თბილისი

ეს სტაჟირება სპეციალურად სამშენებლო ინჟინერიის ან სამშენებლო მენეჯმენტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვისაა, ვისაც სურს რეალური პრაქტიკული გამოცდილების მიღება და დარგის პროფესიონალებთან მუშაობა. ჩვენ მზად ვართ მომავალი კოლეგების გასაცნობად და ხელშესაწყობად!

პრაქტიკული ნაწილი მოიცავს:

  • სამშენებლო ნახაზებთან მუშაობას;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებას;
  • ხარჯთაღრიცხვასა და მოცულობების დათვლას;
  • მიმდინარე პროექტების ტექნიკურ პროცესებში ჩართულობას.

უნარები და ცოდნა, რომლებიც გამოგადგებათ:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და განვითარების სურვილი;
  • AutoCAD-ის საბაზისო ცოდნა;
  • MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება.

სტაჟირების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია წარმატებული სტუდენტებისთვის გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობის შეთავაზება, მათი პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა ჩვენს გუნდში.

ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ

თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "Construction Service"-მა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენისა და რეკრუტინგის პროცესის წარმართვის მიზნით.თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული მიზნის ფარგლებში შპს "Construction Service"-ის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ. წარმოდგენილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში და, საჭიროების შემთხვევაში, განხილულ იქნას სხვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზეც.თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: . თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "Construction Service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.