ტექნიკოსი/სამეურნეო მართვის სპეციალისტი — ზღვა ლუდი

ზღვა ლუდი — ლოგო
ზღვა ლუდი

ტექნიკოსი/სამეურნეო მართვის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ზღვა ლუდი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 13 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდის" მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.

კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის/სამეურნეო მართვის სპეციალისტის პოზიციისთვის.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00
  • ანაზღაურება: 1800ლ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა B კატეგორია (კომპანიას ჰყავს თავისი ავტომობილი);
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა;
  • ტექნიკური, ელექტრო-სანტექნიკური და სამეურნეო სისტემების მართვის გამოცდილება;
  • უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების ცოდნა;
  • პრობლემების სწრაფი აღმოჩენის და გადაჭრის უნარი.

თქვენი ძირითადი ფუნქციები:

  • მცირე სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება მაღაზიებში;
  • საჭიროების შემთხვევაში ხელოსნების გამოძახება და სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
  • მაღაზიის ლუდის სისტემის მილების სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა;
  • აღჭურვილობის შემოწმებისა და პროფილაქტიკის გრაფიკის წარმოება;
  • შენობის, ინვენტარის, აღჭურვილობის, საყინულეების, მაცივრების და სხვა მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ხარვეზების დროული გამოვლენა და ხელმძღვანელობის ინფორმირება;
  • ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემების მდგომარეობის კონტროლი;
  • მენეჯერის ან ხელმძღვანელობის მითითებების ეფექტური შესრულება.

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის სწორად მართვის უნარი.

შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!