ტექნიკოსი- რუსთავი — Carrefour Georgia

Carrefour Georgia — ლოგო
Carrefour Georgia

ტექნიკოსი- რუსთავი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" - "კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას რუსთავში, ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული ელექტრო-ტექნიკური სისტემებისა და დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
  • ტექნიკური სამუშაოების შესრულება (სამღებრო და სანტექნიკური სამუშაოები);
  • გათბობა-გაგრილების სისტემების მონიტორინგი და კონტროლი;
  • ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში პრობლემების დროული აღმოფხვრა;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში;
  • სასურველია 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სასურველია სანტექნიკური სამუშაოებისა და სამღებრო სამუშაოების გამოცდილება;
  • გათბობა-გაგრილების სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 10% ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე კარფურში;
  • 20% ფასდაკლება კვებაზე;
  • ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევა;
  • სწრაფი განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

"შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.