ტექნიკოსი- ყვარელი — სამზეო ყვარელი

სამზეო ყვარელი

ტექნიკოსი- ყვარელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "სამზეო ყვარელი", რომელიც მდებარეობს ქალაქ ყვარელში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

თუ გაქვთ ტექნიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, პასუხისმგებლობით ეკიდებით დაკისრებულ მოვალეობებს და გსურთ პროფესიულ გარემოში მუშაობა, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს საინჟინრო და ტექნიკური სისტემების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • მცირე სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
  • ელექტრო, სანტექნიკური და სხვა ტექნიკური გაუმართაობების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • სასტუმროს აღჭურვილობისა და ინვენტარის გამართულ მუშაობაზე ზრუნვა;
  • პრევენციული ტექნიკური შემოწმებების განხორციელება;
  • უსაფრთხოების და შრომის დაცვის სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკოსად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ელექტროობის, სანტექნიკის ან ზოგადი ტექნიკური სამუშაოების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კვებას.

18 წელს ზემოთ კანდიდატებმა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ