ტექნიკოსი — Carrefour Georgia

Carrefour Georgia — ლოგო
Carrefour Georgia

ტექნიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. "კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. "კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული ელექტრო-ტექნიკური სისტემებისა და დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
  • ტექნიკური სამუშაოების შესრულება (სამღებრო და სანტექნიკური სამუშაოები);
  • გათბობა-გაგრილების სისტემების მონიტორინგი და კონტროლი;
  • ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში პრობლემების დროული აღმოფხვრა;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გათბობა-გაგრილების სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია სანტექნიკური და სამღებრო სამუშაოების შესრულების გამოცდილება;
  • სასურველია სადრენაჟე სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სამზარეულოს დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება.

შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ