ტექნიკოსი
Ubiquiti, MikroTik, Teltonika, Uniview, HiLook, Draka და სხვა წამყვანი მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში "ინტელკომ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
ანაზღაურება და ბენეფიტები:
- ხელფასი: 1200 ლარიდან (დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე) + ბონუსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ადგილობრივი ტრენინგები;
- პროფესიული განვითარების და თანამდებობრივი დაწინაურების ხელშეწყობა;
- რეგულარული კორპორაციული ღონისძიებები.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
- სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
- შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.
მოვალეობები:
- კაბელ-არხების, ელექტრო და ქსელის კაბელების ინსტალაცია/დაბოლოება;
- საკომუნიკაციო კარადების აწყობა/მონტაჟი;
- მზის პანელების მონტაჟი;
- UPS-ების და აკუმულატორების ინსტალაცია;
- ვიდეო-კამერების, WiFi დაშვების წერტილების, სახანძრო დეტექტორების ინსტალაცია.
- სამუშაო სრულდება როგორც შენობის შიგნით, ასევე საველე პირობებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფიზიკური საქმიანობის შესრულების უნარი;
- სიმაღლეზე მუშაობის უნარი;
- საველე პირობებში მუშაობის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.