ტექნიკოსი
შემოუერთდით Hampton by Hilton Batumi Center-ის გუნდს და შეიტანეთ თქვენი წვლილი ჩვენს საერთო წარმატებაში!
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, პრაქტიკულ და მომსახურებაზე ორიენტირებულ ტექნიკოს, რომელიც შეუერთდება Hampton by Hilton Batumi Center-ის გუნდს. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტუმრებისთვის და გუნდის წევრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა – ეს შესაძლებლობა თქვენთვის არის!
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- უსაფრთხოების წესების დაცვა სამუშაო პროცესის განმავლობაში.
- ინჟინერიული სისტემების მონიტორინგი და ტექნიკური მომსახურება
- ელექტრო სისტემების შემოწმება და მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება
- წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
- გათბობა-გაგრილების სისტემების მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.
- ავზების, ტუმბოების, სატუმბი სადგურებისა და ტექნიკური მოწყობილობების მონიტორინგი და მომსახურება.
- სარემონტო სამუშაოების ჩატარება
- წვრილი სამშენებლო, ხის და ლითონის სამუშაოები
- ავეჯის შეკეთება ან მონტაჟი.
- ავარიული სიტუაციების მართვა და რეაგირება.
- მოწყობილობების რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმება და დაზიანებების პრევენცია.
- ქვაფენილის რეცხვა და გარეგნული სისუფთავის შენარჩუნება.
- საწყობში მასალების და ხელსაწყოების აღრიცხვა და წესრიგის დაცვა.
- თანამშრომლობა ადმინისტრაციასთან და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან ტექნიკური საკითხების ეფექტურად მოგვარების მიზნით.
სხვა მოვალეობები:
- საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს F&B-ს ან სასტუმროს სხვა დეპარტამენტების მხარდაჭერას (მაგალითად, ბარში ან ლობიში დახმარება)
- აქტიურად მონაწილეობს გუნდურ შეხვედრებში და ტრენინგებში
- ასრულებს მენეჯმენტის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს, რათა უზრუნველყოს სტუმართა კმაყოფილება და ოპერაციული პროცესების შეუფერხებელი მუშაობა
კვალიფიკაცია და უნარები:
- სავალდებულოა პროფესიული სერტიფიკატი ერთ-ერთ სპეციალიზირებულ სფეროში: ელექტროობა, მექანიკა, სამაცივრე სისტემები, ხის დამუშავება/დურგლობა ან წყალგაყვანილობა
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ტექნიკურ სამსახურში ან ინჟინერიის სფეროში
- HVAC, ელექტრო, სანტექნიკურ და მექანიკურ სისტემების ცოდნა
- უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ბათუმი, რუსთაველის 20
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: შეთანხმებით
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- კვებით უზრუნველყოფას;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
- 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე;
- 20%-იან ფასდაკლებას რესტორან "არგო"- ში;
- 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში;