ტექნიკოსი — ჰიპერმარკეტი Domino

ჰიპერმარკეტი Domino — ლოგო
ჰიპერმარკეტი Domino

ტექნიკოსი

₾1200 ₾ ახალი ქუთაისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული ელექტრო -ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
  • ტექნიკური სამუშაოები: სამღებრო, სანტექნიკა;
  • გათბობა გაგრილების სისტემების კონტროლი;
  • ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა;
  • ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში;
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სასურველია სანტექნიკური სამუშაოებისა და სამღებრო სამუშაოების გამოცდილება;
  • გათბობა-გაგრილების სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პირობები:
  • გრაფიკი: 3 დღიანი სამუშაო ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა
  • ანაზღაურება: 1200 ლარი;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
  • FitPass;

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
  • უფასო კვება
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა