ტექნიკოსი — გობრონი ჯგუფი

გობრონი ჯგუფი

ტექნიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "გობრონი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული ტექნიკური დავალებების ყოველდღიური შესრულება.
  • ტექნიკური დეტალების ინსპექტირება/მონიტორინგი და რემონტი;
  • ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთან კოორდინაციით;
  • გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების შესრულებაში აქტიური ჩართულობა;
  • გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულებაში აქტიური მონაწილეობის მიღება დადგენილი გრაფიკებით და პროცედურებით;
  • უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ტექნიკურ სამუშაოებში;
  • სისუფთავისა და წესრიგის დაცვა მინდობილ ტერიტორიაზე დადგენილი პერიოდულობით.

ზოგადი მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

სს "გობრონი ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.