ტექნიკოსი
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.
BET25 აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
უშუალო ხელმძღვანელი: ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სლოტ აპარატების გამართული მუშაობის მუდმივი მონიტორინგი;
- აპარატების ტექნიკური დაზიანებების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- დაზიანებული აპარატების შეკეთება და ტექნიკური პრობლემების რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- ახალი აპარატების მონტაჟი და გამართვა;
- სერვისისა და ტექნიკური მომსახურების დროული ჩატარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სლოტ აპარატების გამართული მუშაობა;
- ტექნიკური პროცედურების დაცვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- ტექნიკურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა, პრობლემების დროული გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად;
- სწრაფი რეაგირება აპარატების ტექნიკურ შეფერხებებზე და მათი ეფექტურად მოგვარება;
- სხვადასხვა დავალებების შესრულება, რაც დაკავშირებულია მის სამუშაო მოვალეობებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- სლოტ აპარატებთან ან მსგავს ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი და სწრაფი რეაგირება საგანგებო სიტუაციებში;
- გუნდურად მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღება დეტალებზე და ტექნიკური სიზუსტე;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მინიმალური ცოდნა.