ტექნიკოს სპეციალისტი, კონსულტანტი- ბათუმი — ლილუტა+

ლილუტა+

ტექნიკოს სპეციალისტი, კონსულტანტი- ბათუმი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ლილუტა+" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს სპეციალისტის და კონსულტანტის პოზიციაზე.

სამშენებლო კომპანია შპს "ლილუტა +" ახორციელებს მინის ტიხრების, როგორც შიდა ასევე გარე ფასადების მოწყობას.

ტექნიკოს სპეციალისტის სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
  • სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. ბათუმი, რ. ერისთავის 10
  • ხელფასი: 1500 ლარიდან გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + პროექტზე მიბმული საბონუსე სისტემა

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტების მიხედვით ყოველდღიური რეპორტების წარმოება და ფაქტობრივი მონაცემების დაფიქსირება;
  • სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის კონტროლი;
  • მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის მომზადება;
  • აზომვითი ნახაზების წარმოება;
  • პროექტირების ეტაპზე ჩართულობა;
  • ხარჯთაღრიცხვების დამუშავებაში მონაწილეობა;
  • არაგეგმური ტექნიკური საკითხების რეპორტინგი და გამოსავლის შემოთავაზება;
  • შესრულებული სამუშაოს ყოველთვიური აღწერა და შესაბამისი დოკუმენტების მოწესრიგება;
  • ობიექტზე დამატებითი ან გეგმისგან განსხვავებული სამუშაოს შესრულების შემთხვევაში ინფორმირება;

სავალდებულო მოთხოვნები:

  • გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით მინიმუმ 1 წელი;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office, განსაკუთრებით Excel);
  • სასურველია CORELDRAW მუშაობის გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ციფრებთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი

უნარები:

  • დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • თანმიმდევრული;
  • საქმისადმი ერთგული;
  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული.

კონსულტანტის სამუშაო პირობები:

  • მდებარეობა: ბათუმი.
  • გრაფიკი: შაბათ-კვირას + ერთი სამუშაო დღე წინასწარ შეთანხმებით. კვირაში 3 დღე. 10:00-დან 19:00-მდე.
  • შემდგომში კარიერული ზრდის პერსპექტივით.

ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ქართულის და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.
  • გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
  • გუნდური მუშაობა

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!