ტექინკოსი — სასტუმრო მარჯან პლაზა

სასტუმრო მარჯან პლაზა

ტექინკოსი

₾1300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "მარჯან პლაზა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1300 ლარი

სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ — 24-საათიანი ცვლა

კვებით და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა

მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს ტექნიკური სისტემებისა და ინვენტარის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური გაუმართაობების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა;
  • მცირე სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
  • სასტუმროს ტერიტორიაზე ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური პრობლემების შესაბამის სამსახურთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • სასურველია ელექტროობის, სანტექნიკის ან სხვა ტექნიკური მიმართულებით ცოდნა.

პერსონალური მონაცემების დამუშავება

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას განახორციელებს შპს "რედვუდ ჰოსპიტალიტი მენეჯმენთი" (ს/ნ: 402270671; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. N65), მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მონაცემთა დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის შეფასება მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებთან და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი განაცხადი შესაძლოა არ შეირჩეს მიმდინარე ვაკანსიისთვის, თუმცა, თქვენი თანხმობის საფუძველზე, შესაძლოა შენახულ იქნას სხვა შესაბამისი ვაკანსიის განხილვის მიზნით.

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ინახება არაუმეტეს ერთი (1) წლის ვადით.

თქვენ უფლება გაქვთ:

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ;
  • მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.