თბომავლის მემანქანე
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას კასპის ცემენტის ქარხანაში თბომავლის მემანქანის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში სამუშაო, 12 საათიანი დღე-ღამის ცვლა (კვირაში არა უმეტეს 40 საათისა).
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- თბომავლისა და უნიმოგის გამართული და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- თბომავალზე ჰაერის კომპრესორის, სამუხრუჭე ხუნდების და ბუნიკების მდგომარეობის გამართულობის შემოწმება ყოველი ცვლის დაწყებისას;
- თბომავლის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
- თბომავლის მექანიზმებისა და მოწყობილობების გაუთვალსიწინებელი ავარიის ოპერატიულად აღმოფხვრა და ხელმძღვანელის ინფორმირება;
- ზეთების, საწვავ-საპოხი მასალების რაოდენობის, სასიგნალო და გამანათებელი მოწყობილობის გამართულობის კონტროლი;
- ტვირთების დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- აუცილებელია თბომავლის მემანქანის მართვის მოწმობა;
- სარკინიგზო მიმართულებით პროფესიული განათლება;
- თბომავალზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია BC კატეგორიის მართვის მოწმობა;
- გუნდური მუშაობა;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
ჰანიველ ცემენტში თანამშრომლებზე ზრუნვა რეალური ფასეულობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს სტაბილურობა, მხარდაჭერა და ჰქონდეს განვითარების მუდმივი შესაძლებლობა.
ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბენეფიტების სისტემა, რომელიც მოიცავს:
- სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის;
- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის;
- კვების უზრუნველყოფას - ცემენტის ქარხნებში სრულად;
- დამატებით დასვენების დღეებსა და დამატებით ანაზღაურებად შვებულებას;
- ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და საჭირო ტრენინგებს კარიერული ზრდისთვის;
ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამუშაო სივრცე, სადაც კომფორტი, უსაფრთხო გარემო და მოტივაცია ყოველდღიურობის ნაწილია.