T1 დეკლარანტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას T1 დეკლარანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- T1 სატრანზიტო დოკუმენტების მომზადება და რეგისტრაცია საქართველოს შემოსავლების სამსახურის (RS) ელექტრონულ სისტემაში;
- NCTS სისტემაში სატრანზიტო დეკლარაციების სწორად შევსება და დამუშავება;
- სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტაციის გადამოწმება (ინვოისი, CMR, შეფუთვის ფურცელი და სხვა თანდართული დოკუმენტები);
- საქონლის მონაცემების, HS კოდების, ღირებულების, წონისა და მარშრუტის სწორად ასახვა დეკლარაციაში;
- საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების კონტროლი;
- მძღოლებთან, გადამზიდავებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია;
- რეგისტრირებული T1 დოკუმენტების არქივის წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
- T1 დოკუმენტების რეგისტრაციის პრაქტიკული გამოცდილება RS-ის სისტემაში;
- NCTS/eCustoms სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- საბაჟო დეკლარირების პროცესების ცოდნა;
- სატრანზიტო ოპერაციების სპეციფიკის ცოდნა;
- საბაჟო დოკუმენტაციის სწორად წაკითხვისა და დამუშავების უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვისა და რამდენიმე ოპერაციის პარალელურად შესრულების უნარი.
სასურველი გამოცდილება:
- T1 დეკლარანტად მუშაობის გამოცდილება;
- სატრანსპორტო/ლოგისტიკურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- საერთაშორისო გადაზიდვებისა და საბაჟო პროცედურების ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა (რუსული/ინგლისური/თურქული) ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- სიზუსტე და პასუხისმგებლობა;
- ოპერატიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.