სურსათის უვნებლობის მენეჯერი
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურსათო ტექნოლოგიის, ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, მიმართულებით);
- 3 (სამწლიანი) სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციებზე;
- სურსათის უვნებლობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
- HACCP-ის სისტემის დანერგვის პრინციპების ცოდნა;
- დოკუმენტაციის წარმოებისა და შიდა აუდიტების განხორციელების უნარი;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საკვები პროდუქტების უვნებლობის სისტემის დანერგვისთვის ტრენინგ-პროგრამების შემუშავება, ასევე, სხვა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;
- თანამშრომლებისთვის HACCP-ის ძირითადი პრინციპებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების გაცნობა;
- საკვები პროდუქტების უვნებლობის რისკების შეფასების, კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრისა და მართვის შესახებ პრაქტიკული სწავლების ჩატარება;
- თანამშრომლებისათვის HACCP-ის სისტემის დოკუმენტაციის სწორად შევსებისა და მართვის წესების გაცნობა;
- კვების ობიექტზე საკვები პროდუქტების უვნებლობის სისტემის (HACCP) დანერგვა და მართვა;
- ახალი რეგულაციების, სტანდარტებისა და პრაქტიკის ინტეგრირება სასწავლო პროცესში;
- თანამშრომლების მოტივაციის ამაღლება HACCP-ის სისტემის სწორად დანერგვისა და დაცვაში;
- კვების ობიექტზე დანერგილი საკვები პროდუქტების უვნებლობის სისტემის მონიტორინგი და შიდა აუდიტი;
- რეპორტების მომზადება და მონაცემთა ანალიზი;
- კვების ობიექტებზე, საკვები პროდუქტების უვნებლობის სისტემის ფარგლებში მონიტორინგისა და შიდა აუდიტის დროს აღმოჩენილი შეუსაბამობების განხილვა და რეკომენდაციების გაცემა კომპეტენციის ფარგლებში;
- ტრენინგების შემდეგ ეფექტიანობის შეფასება და შედეგების ანალიზი;
- უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული/პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;
სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება);
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: შეთანხმებით.