სურსათის ეტიკეტირების სპეციალისტი — ევროპროდუქტი

ევროპროდუქტი — ლოგო
ევროპროდუქტი

სურსათის ეტიკეტირების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ევროპროდუქტი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:30-დან 18:00-მდე);

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა, გაგრის ქ. #2

რას გთავაზობთ:

  • შრომის ანაზღაურება (ფიქსირებული ხელფასი);
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ეტიკეტის შექმნა და ეტიკეტირების უზრუნველყოფა;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის დოკუმენტაციის მომზადება/წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
  • ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში წარმოებული ჩანაწერების კონტროლი;
  • პროდუქციის ანოტაციის თარგმნა, მომზადება დასაბეჭდად და ბეჭდვა;
  • სადერატიზაციო და სადეზინფექციო დოკუმენტაციის მომზადება, მოგროვება და კონტროლი;
  • შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება;
  • საჭიროების შემთხვევაში საოფისე მასალებისა და ინვენტარის შეძენა/ მონიტორინგი;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ გაცემული მითითებების შესრულება;

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • ინსპექტირებისა და აუდიტის ჩატარების ტექნიკის ცოდნა;
  • საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების - #301 დადგენილებისა და HACCP -ის კოდექსის ცოდნას;
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს სასურსათო ტექნოლოგიების, კვება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით განათლებით;
  • დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი.