სუპერვაიზერი- ქუთაისი, ბაღდათი — საირმის საცხობი

საირმის საცხობი — ლოგო
საირმის საცხობი

სუპერვაიზერი- ქუთაისი, ბაღდათი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საირმის საცხობი აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე.

უშუალო ხელმძღვანელი - ქსელის საოპერაციო მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მოწესრიგებული ჩაცმულობა და ვიზუალი;
  • სამუშაო ფორმების გაფრთხილება და მოვლა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და კონტროლი;
  • ახალი თანამშრომლის აყვანის შემთხვევაში, ტრენინგი და ცოდნის საფუძვლიანი გადაცემა;
  • ობიექტის გახსნისას დარბაზის, ბარის და სამზარეულოს სრული სამუშაო მზადყოფნის კონტროლი;
  • სტუმრების კმაყოფილების კონტროლი, ნებისმიერი პრეტენზიის ან უკმაყოფილების დროს მიზეზის გარკვევა, აღმოფხვრა და პრობლემის ოპერატიულად გადაწყვეტა.
  • მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
  • ხარისხის სტანდარტიზაცია;
  • სალაროს კონტროლი, საწყისი და საბოლოო ნაშთების გადამოწმება, ბუღალტერიასთან სწორი ინფორმაციის მიწოდება (შევსებული ბლანკებით)
  • კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დროული და ზუსტი უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის მარაგების კონტროლი და დროული შეკვეთების განხორციელება;
  • მიღებული შეკვეთების გადამოწმება და შესაბამისობის დადგენა ზედნადებებთან;
  • ზედნადებების შეტვირთვა პროგრამაში;
  • მიღებული შეკვეთების ხარისხის კონტროლი;
  • ობიექტზე არსებული ინვენტარის გაფრთხილება;
  • საწყობის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  • დიასახლისების შესრულებული სამუშაოს კონტროლი და საჭიროების დროს უკუკავშირი ხელმძღვანელთან;
  • თვის ბოლოს ინვენტარიზაციის მაღალ დონეზე ჩატარება და რაოდენობების ზუსტი აღრიცხვა; შეყვანა პროგრამაში;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

კომპანიის ბენეფიტები:

  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
  • სტაბილურ, გრძელვადიან და განვითარებად სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში;
  • კვება უფასო;
  • ქუთაისიდან ტრანსპორტირება უფასოდ;
  • დაზღვევა.

საორგანიზაციო დეტალები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - 18:00
  • მდებარეობა: ბაღდათი, კურორტი საირმე