სუპერვაიზერი/ღამის ცვლა — გუდვილი

გუდვილი — ლოგო
გუდვილი

სუპერვაიზერი/ღამის ცვლა

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge

კომპანია „გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის (ღამე) პოზიციაზე.

გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

ფუნქცია მოვალეობები:

  • ღამის განმავლობაში, სავაჭრო დარბაზში პროცესების სწორად წარმართვის კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში

ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1200 ლ + ეფექტური საბონუსე სისტემა;

ლოკაცია: ვაკე, საბურთალო;

ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
  • Fitpass ბარათს.

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • უფასო კვება