სუპერვაიზერი
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სუპერვაიზერის პოზიციაზე (მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტი).
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
უშუალო ხელმძღვანელი: მიწოდების მენეჯერი
ფუნქცია-მოვალეობები:
მარშრუტების დაგეგმვა და მიწოდების შესრულება:
- ყოველდღიური მარშრუტების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია შეკვეთების რაოდენობის, დროის ფანჯრებისა და გეოგრაფიის გათვალისწინებით;
- მიწოდების მიმდინარეობის მონიტორინგი რეალურ დროში, დაგვიანებების პრევენცია ან მათი სწრაფი და ეფექტური გადაჭრა;
- მჭიდრო კოორდინაცია ოპერატორებთან, საწყობისა და გაყიდვების გუნდთან ტრანსპორტის დროული დატვირთ ისა და მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.
გუნდის მართვა:
- მძღოლებისა და დამხმარეების გუნდის ყოველდღიური მართვა, მხარდაჭერა და მონიტორინგი;
- ყოველდღიური ბრიფინგების ჩატარება, მარშრუტების გადაცემა და დღის ბოლოს მიღწეული შედეგების განხილვა;
- გუნდში დისციპლინის, პუნქტუალურობისა და სამუშაოს შესრულების ხარისხის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
- გუნდის წევრების ტრენინგი, მოტივაცია და მათი სამუშაო ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესება.
დაბრუნების პროცესების მართვა:
- მომხმარებლებისგან საწყობში დაბრუნებული პროდუქციის პროცესის სრული მართვა;
- დაბრუნებული საქონლის სწორად დოკუმენტირება, მარკირება და ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება მარაგების ან ხარისხის კონტროლის ჯგუფისთვის.
ანაზღაურება და შესრულების აღრიცხვა:
- გუნდის თითოეული წევრის ყოველდღიური შესრულების ინდიკატორების (მიწოდებების რაოდენობა, დაგვიანებები, დაბრუნებები და სხვა) აღრიცხვა;
- ინდივიდუალური ბონუსებისა და დამატებითი ანაზღაურების გათ ვლა თანამშრომელთა შესრულების, გადატვირთულობის ან გეგმის გადაჭარბების მიხედვით;
- ანაზღაურების შესახებ გამჭვირვალე და საფუძვლიანი ჩანაწერების წარმოება და ინფორმაციის დროული მიწოდება HR-ისა და ბუღალტერიისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მიწოდების, ტრანსპორტირების ან ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი მენეჯერულ/სუპერვაიზერულ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად);
- მარშრუტების დაგეგმვის სისტემებთან (ხელით ან ავტომატიზებულ პროგრამებში) მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Excel-ის ან მსგავსი საოფისე ინსტრუმენტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ძირითადი ანალიტიკური და მათემატიკური უნარები (შესრულებული სამუშაოსა და ბონუსების აღრიცხვისთვის);
- დაბრუნებული პროდუქციის მართვის, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ძლიერი ლიდერული, მენეჯერული და კომუნიკაციური უნარები;
- გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი.