სუპერმარკეტის მაღაზიის მენეჯერი
"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
მაღაზიის მენეჯერი პასუხისმგებელია გაყიდვების მაქსიმიზაციაზე, მაღაზიის ეფექტურ ოპერირებაზე, გუნდის მართვასა და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფაზე. პოზიცია მოითხოვს კომერციულ აზროვნებას, ლიდერულ უნარებსა და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც უზრუნველყოფს მაღაზიის ბიზნეს მაჩვენებლების მიღწევას.
ძირითადი ფუნქციები:
გაყიდვები და ბიზნეს შედეგები
- გაყიდვების ზრდისა და ბიზნეს მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა;
- მაღაზიის ფინანსური მაჩვენებლების რეგულარული მონიტორინგი და გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება;
- საოპერაციო ხარჯების კონტროლი და მომგებიანობის გაუმჯობესებაში აქტიური წვლილის შეტანა;
- ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი ბიზნესის განვითარების მიზნით.
საოპერაციო საქმიანობა
- მარაგების, დანაკარგების (Shrinkage) და ნარჩენების ეფექტური მართვა;
- ახალი პროდუქტის, განსაკუთრებით Fresh Food კატეგორიის, ხარისხის, ჰიგიენისა და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა;
- სარეკლამო და პრომო კამპანიების სრულყოფილი შესრულება და პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- მაღაზიის ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და აქტივების ეფექტური მართვა;
- ონლაინ შეკვეთების დროული და ხარისხიანი მიწოდების მონიტორინგი.
მომხმარებელზე ორიენტაცია
- მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია მათი საჭიროებებისა და მოლოდინების უკეთ გასაგებად;
- მომხმარებლის კმაყოფილებისა და ლოიალურობის გაზრდა (NPS);
- მომხმარებელთა შენარჩუნების მაჩვენებლების ანალიზი და გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა.
გუნდის მართვა
- მომხმარებელთა ნაკადის შესაბამისად ადამიანური კაპიტალის ეფექტური დაგეგმვა;
- თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
- თანამშრომელთა სამუშაო დროის და შესრულებული სამუშაოს შეფასება;
- უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- რითეილ სფეროში, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- დროის მენეჯმენტი;
- კრიტიკული აზროვნება;
- კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გუნდის მართვა;
- მომხმარებელთა მომსახურებაზე ორიენტაცია;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტაცია;
- შედეგებზე ორიენტაცია, ორგანიზებულობა;
- მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გარძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებული ანაზღაურება: 2500 - 2700 ლარი;
- კვარტალური ბონუსი;
- 10% ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე კარფურში;
- 20% ფასდაკლება კვებაზე;
- ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევა;
- სწრაფი განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობა.
შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!