სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერი — სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო

samushao.ge
სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო — ლოგო
სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო

სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 / დასვენების დღე : შაბათ - კვირა ( თვეში ორი შაბათი )

მოთხოვნები:

  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • თანამშრომელთა შრომის გრაფიკის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და მართვის სტრუქტურის ცოდნა
  • მომხმარებლის მომსახურების დადგენილი სტანდარტების ცოდნა
  • შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.

მოვალეობები:

  • პასუხისმგებელია დასახული სავაჭრო გეგმის შესრულებაზე. წარუდგენს გეგმას სავაჭრო ობიექტის ყველა თანამშრომელს და ორგანიზებას უკეთებს მათ შრომას დასახული გეგმის შესრულების მიზნით.
  • პასუხისმგებელია სუპერმარკეტში არსებულ ფულად-სასაქონლო და სხვა ფასეულობებზე.
  • ვალდებულია დაიცვას სასაქონლო დანაკარგებისა და ჩამოწერის ნორმები.
  • პასუხისმგებელია დოკუმენტაციისა და ანგარიშების სწორ წარმოებაზე.
  • აკონტროლებს ობიექტზე არსებული ტექნიკის გამართულობას, უწყვეტი სამუშაო პროცესისათვის საჭირო სასაქონლო ნაშთებს.
  • ვალდებულია სუპერმარკეტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდოს შესაბამის სამსახურს.
  • ასრულებს უშუალო უფროსის მიერ მიცემულ სხვადასხვა დავალებებს.
  • ვალდებულია დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა ბრძანება/შიდა ინსტრუქცია, რომელიც ეხება მის საქმიანობას.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ