სტუმრის გამოცდილების ამბასადორი
TAV Operation Services არის "TAV Airports Holding"-ის შვილობილი კომპანია და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერი აეროპორტებში პრემიუმ ჰოსპიტალობისა და სამოგზაურო სერვისების მიმართულებით. კომპანია ოპერირებს დაახლოებით 90 ლოკაციაზე 19 ქვეყანაში და ემსახურება მილიონობით მგზავრს.
საქართველოში "TAV Operation Services" უზრუნველყოფს პრემიუმ სერვისებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, მათ შორის: Primeclass ბიზნესს ლაუნჯის, Fast Track და Meet & Greet მომსახურებას.
კომპანია ორიენტირებულია სტუმრებისთვის კომფორტული, უწყვეტი და მაღალი ხარისხის გამოცდილების შექმნაზე აეროპორტში მოგზაურობის ყველა ეტაპზე.
შემოუერთდით ჩვენს გუნდს სტუმრის გამოცდილების ამბასადორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები (დღე/ღამე), 2 დღე დასვენება
ძირითადი მოვალეობები:
- მგზავრებისთვის პრემიუმ კლასის აეროპორტის სერვისების უზრუნველყოფა და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება.
- მგზავრების მხარდაჭერა რეგისტრაციის (Check-in), ბარგის, ვიზისა და სხვა აეროპორტის პროცედურების განხორციელებისას, აეროპორტის რეგულაციებისა და კომპანიის წესების დაცვით.
- მომხმარებელთა კმაყოფილებისa და სამიზნე გაყიდვების მიღწევის ხელშეწყობა გამორჩეული მომსახურებისა და პროცესების უწყვეტი გაუმჯობესების გზით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
რას გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
- ტრანსპორტირებას (მ/ს ავლაბარი)
- კვებას
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.