სტუმრებთან ურთიერთობის კოორდინატორი — Radisson Collection Hotel Tsinandali Estate Georgia

Radisson Collection Hotel Tsinandali Estate Georgia — ლოგო
Radisson Collection Hotel Tsinandali Estate Georgia

სტუმრებთან ურთიერთობის კოორდინატორი

შეთანხმებით ახალი თელავი · ადგილზე სრული განაკვეთი

რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტუმრებთან ურთიერთობის კოორდინატორი

სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“ - რეგიონის მასშტაბით პირველი 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, სილქროუდ ჯგუფის მიერ 2018 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. სასტუმრო მდებარეობს ქართული კულტურული ძეგლის - წინანდლის მამულების ტერიტორიაზე. იგი აერთიანებს 124 სხვადასხვა კატეგორიის ოთახს, სხვადასხვა ზომის საკონფერენციო ოთახებს, სპას და რამდენიმე კონცეფციის რესტორანსა და ბარს. სასტუმროს გუნდი ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე, რომელშიც 200 + თანამშრომელი იღებს მონაწილეობას.

მოვალეობები

  • სტუმრების მიღება და მათთვის სასტუმროს სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
  • სტუმრებთან რეგულარული კომუნიკაციის შენარჩუნება, მათთვის დახმარების გაწევა ნებისმიერი შეკითხვის თუ პრობლემის შემთხვევაში.
  • შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია მომსახურების შეუფერხებელი დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველსაყოფად.
  • საჩივრების და გადაუდებელი საკითხების დროული დამუშავება, მოგვარება.
  • სტუმრებთან მომსახურების ხარისხის და სტუმართა კმაყოფილების უზრუნველყოფა.
  • კონსიერჟ სერვისების გაწევა და კორდინაცია.

კვალიფიკაცია და გამოცდილება

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები.
  • ადაპტაციის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • დეტალებზე ორიენტაცია.

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას.
  • სამუშაო გარემო, რომელიც იძლევა ინიციატივებისა და ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობას.