სტუმართმოყვარეობის ლიდერი- ზუგდიდი — McDonald’s Georgia

McDonald’s Georgia — ლოგო
McDonald’s Georgia

სტუმართმოყვარეობის ლიდერი- ზუგდიდი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"McDonald`s Georgia" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტუმართმოყვარეობის ლიდერი.

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი

ჩვენ, მაკდონალდს საქართველო, 1999 წლიდან ვოპერირებთ ქართულ ბაზარზე და ვართ ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში მომსახურების კულტურის განვითარებაში. დღეს ჩვენს სტუმრებს ვემსახურებით 28 რესტორნით (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი), ხოლო ჩვენი დიდი გუნდი უკვე აერთიანებს 2600-ზე მეტ ახალგაზრდა თანამშრომელს.

რას გთავაზობთ:

  • დინამიკურ სამუშაოს პროფესიონალთა დიდ, კეთილგანწყობილ და მეგობრულ გუნდში;
  • უწყვეტ, სამუშაოსთან დაკავშირებული სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სტუმართმოყვარეობის ლიდერის პოზიციის ძირითადი ვალდებულებები:

  • სტუმრების კეთილგანწყობით დახვედრა;
  • სტუმრების ნაკადის მართვა;
  • სტუმრების დახმარება გააკეთონ შეკვეთა ჩვენს რესტორნებში განთავსებულ კიოსკებთან;
  • სტუმრებისათვის კონსულტაციის გაწევა მენიუს შერჩევაში;
  • სტუმრებისათვის ჩვენი ახალი პროდუქტებისა და აქციების პრეზენტირება;
  • სტუმრებისათვის ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პროდუქტის ხარისხისა და მათი კვებითი ღირებულებების შესახებ;
  • სტუმართა შეკითხვებსა და მიმართვებზე რეაგირება, პასუხი და მათი დახმარება.

განათლება, კვალიფიკაცია და უნარები:

  • განათლება: უმაღლესი (ბაკალავრი);
  • კვალიფიკაცია: სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში, კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;

აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაცია
  • პროდუქტის პრეზენტირება
  • მოლაპარაკებების მართვა
  • ერთდროულად რამდენიმე ამოცანის განხორციელება
  • სტრესულ გარემოში ადაპტირება
  • ემოციების მართვა

უცხო ენა: აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.