სტუდენტური სერვისების კოორდინატორი- ზესტაფონი — სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2

სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2 — ლოგო
სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2

სტუდენტური სერვისების კოორდინატორი- ზესტაფონი

₾1863 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

თუ ხარ მოტივირებული, თვლი, რომ ინიციატივები შენი ძლიერი მხარეა, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გუნდური მუშაობა, კონსტრუქტ2ში საინტერესო შემოთავაზება გვაქვს!

სტუდენტური სერვისების კოორდინატორის პოზიციაზე ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ კადრს, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ქმნის ახალ და საჭირო იდეებს, აქვს თავისუფალი აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

პროფესიული პროგრამებით კოლეჯი სერტიფიცირებულ სპეციალისტებს, ხოლო სახელმწიფო პროგრამებით, დიპლომირებულ კადრებს ამზადებს ყოველწლიურად.

კოლეჯი აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

კოლეჯის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.construct2.ge/

სტუდენტური სერვისების კოორდინატორის სამუშაო აღწერილობა:

  • დაწესებულების შიდა რეგულაციებით უზრუნველყოფილი პროფესიული სტუდენტების უფლებების დაცვა და გარანტიების უზრუნველყოფა;
  • პროფესიული სტუდენტებისათვის მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების გაცნობა, შესაბამისი მექანიზმების შემუშავება და მათი დაცვა;
  • პროფესიული სტუდენტებისათვის/ მსმენლებისათვის მათი უფლებების/ვალდებულებებისა და დაწესებულებაში არსებული პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა მხარდაჭერის/დახმარების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • პროფესიული სტუდენტთათვის სათანადო კონსულტაციისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად;
  • პროფესიულ სტუდენტთათვის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის პროცესის მხარდაჭერა;
  • არაფორმალური აქტივობების წახალისებისა და პროფესიული სტუდენტების ინიციატივების მხარდაჭერა;
  • პროფესიულ სტუდენტთა უკუკავშირის ორგანიზება, დაწესებულებაში პროფესიული სტუდენტების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
  • სტუდენტების არაფორმალური აქტივობების წახალისების მიზნით სტუდენტების/მსმენელების მხარდაჭერა პროექტების მოძიების, მათი წერისა და განხორციელების პროცესში;
  • სხვადასხვა აქტივობაში - სემინარებში, ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და ტრენინგებში პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა.
  • პროფესიული სტუდენტების/მსმენელების წახალისებისა (კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და სხვა აქტივობები) და მათი ინიციატივების მხარდაჭერა;
  • პოტენციური სტუდენტების მოზიდვის მიზნით, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება.
  • სტუდენტების/ მსმენელების გაძლიერების მიზნით, იდეების შეკრება და დაწესებულების ფონდების მოძიებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორთან ერთად საგრანტო განაცხადებზე მუშაობა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ენა - სასურველია);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook).

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინიციატივიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. ზესტაფონი

თანამდებობრივი სარგო: 1863 ლარი (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.)