სტუდენტური დასაქმება - ოპერატორი — ნიკორა

ნიკორა — ლოგო
ნიკორა

სტუდენტური დასაქმება - ოპერატორი

₾1000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო. კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად. დღეს, NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში.

ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს.

NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი. თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://nmg.com.ge/

სს „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“ აცხადებს სტუდენტურ დასაქმებას ოპერატორის პოზიციაზე:

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ნაძალადევი, ალ. მრევლიშვილის #2;
  • ანაზღაურება: 1000 ლარი.
  • გრაფიკი: კვირაში 3 დღე - 17:00-დან 08:00 საათამდე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტუდენტურ სტიპენდიას წელიწადში 2-ჯერ (სწავლის დაფინანსება 6 თვეში ერთხელ)
  • კვებას;
  • სატრანსპორტო ბარათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ERP პროგრამაში მონაცემების შეყვანა/დამუშავება;
  • მომხმარებლების რეგისტრაცია;
  • წარმოების პროცესიდან გამომდინარე წარმოების ორდერების გამართვა;
  • წარმოების პროცესის მონიტორინგი;
  • არსებული რეპორტების ყოველდღიური განახლება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აქტიური სტუდენტის სტატუსი;
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • Excel-ის კარგად ცოდნა;