სწრაფი რეაგირების სამსახურის 114 ზეინკალის დამხმარე — თბილისი ენერჯი

თბილისი ენერჯი — ლოგო
თბილისი ენერჯი

სწრაფი რეაგირების სამსახურის 114 ზეინკალის დამხმარე

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) ზეინკლის დამხმარეს პოზიციაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების);

დამატებითი მოთხოვნები:

  • სასურველია მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის კუთვნილ ქსელზე გაზის სავარაუდო გაჟონვით გამოწვეული ავარიული სიტუაციების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილეობა;
  • ბუნებრივი გაზის გაჟონვის, ავარიების ადგილის დასაზუსტებელი სამუშაოებში მონაწილეობა;
  • ხანძარჩამქრობი საშუალებების გამოყენება;
  • ჯგუფის ავტომობილის მართვა სწრაფი რეაგირების ჯგუფის გამოძახების ადგილზე გადაყვანის მიზნით;

უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
  • მართვის მოწმობის ასლი;

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;

ანაზღაურება: კონკურენტული

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 1 ივლისი;