სწრაფი რეაგირების სამსახურის 114 ზეინკალი
შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) ზეინკლის პოზიციაზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული/ უმაღლესი განათლება/ ბუნებრივი გაზის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების);
ძირითადი მოვალეობები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერება სპეციალური აპარატურის გამოყენებით;
- ავარიული სიტუაციის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება;
- გამანაწილებელ ქსელზე გაჟონვის აღმოფხვრა;
- გაზის მეურნეობის ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა მკაცრი დაცვა;
დამატებითი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- მეგობრულ გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ცვლები-24 საათი, სამ დღეში ერთხელ;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
ანაზღაურება: კონკურენტული
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 1 ივლისი;