სცენის აუდიო ტექნიკოსი — Starring Georgia

Starring Georgia — ლოგო
Starring Georgia

სცენის აუდიო ტექნიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Starring Georgia" თავისი განსაკუთრებული პროექტებისთვის გუნდის ახალ წევრს ეძებს - სცენის აუდიო ტექნიკოსის პოზიციაზე.

თუ ხარ მოტივირებული, ენერგიული და გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გაეცანი დეტალებს.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, ხოლო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელების პროცესში ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნატანები (შეკვეთილი).
  • სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • აუდიო აღჭურვილობის მონტაჟის, შეერთებისა და კომუტაციის უზრუნველყოფა;
  • სცენაზე საკაბელო და კომუტაციური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებული და უსაფრთხო განლაგების უზრუნველყოფა;
  • შერეული კონცერტებისა და ღონისძიებების მიმდინარეობისას არტისტების ცვლილების დროს საჭირო ტექნიკური გადართვებისა და რეკომუტაციის ოპერატიულად შესრულება;
  • სცენაზე განთავსებული აუდიო აღჭურვილობისთვის ელექტრო კვების წერტილების ორგანიზება და ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • აუდიო სისტემაში ელექტრული ხარვეზების, მათ შორის "წრიული მარყუჟების" წარმოქმნის პრევენცია და შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება;
  • უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვა აუდიო აღჭურვილობასთან მუშაობისას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელ ფოსტაზე გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას ან/და დამუშავდეს. შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ხორციელდება მათი გადაცემა მესამე პირებისათვის, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს შპს "სთარინგ ჯორჯია" (ს/კ 404747743), რეგისტრაციის მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნატანები (შეკვეთილი), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება.