სტომატოლოგის ასისტენტი
Persona Dental Clinic აცხადებს სტომატოლოგის ასისტენტის ვაკანსიას!
თუ გსურთ იმუშაოთ თანამედროვე, პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოში, გელოდებით ჩვენს გუნდში.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 20:00
ძირითადი მოვალეობები:
- სტომატოლოგის ასისტირება მკურნალობის პროცესში (4-ხელის პრინციპით);
- სამუშაო კაბინეტის მომზადება პაციენტის მიღებამდე და შემდეგ;
- სტომატოლოგიური მასალებისა და ინსტრუმენტების მომზადება;
- ინფექციის კონტროლისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა;
- პაციენტებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განიხილება მხოლოდ საექთნო საქმის მიმართულების სტუდენტი ან დიპლომირებული პირი.
- სასურველია შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მოტივაცია განვითარებისა და სწავლისთვის.
ანაზღაურება: 1500 ლარი, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით