სტიუარდი/სამზარეულოს დასუფთავების თანამშრომელი
სასტუმრო "Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტიუარდი/სამზარეულოს დასუფთავების თანამშრომელი.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობა: სასტუმროში არსებული სამზარეულოების და მიმდებარე სივრცეების დასუფთავება.
სასტუმროს სტიუარდის სამუშაო დიდწილად ფიზიკურ შრომას გულისხმობს, ამიტომ კანდიდატებს მოეთხოვებათ:
- ფიზიკური ძალა: მძიმე ნივთების (დიდი ქვაბები, ჭურჭლით სავსე ყუთები, დასასუფთავებელი მოწყობილობები) აწევისა და გადაადგილების უნარი (ხშირად 15-20 კგ-მდე).
- გამძლეობა: 8-საათიანი ცვლის განმავლობაში ფეხზე დგომისა და ინტენსიური მოძრაობის უნარი.
- ტემპერატურული გამძლეობა: მუშაობა სამზარეულოს გარემოში, სადაც ხშირად მაღალი ტემპერატურა (ღუმელებთან, ჭურჭლის სარეცხ მანქანებთან) ან პირიქით — სიცივეა (საწყობებსა და სამაცივრე კამერებში).
მოთხოვნები:
- მოცემულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- კარგი ორგანიზაციული უნარები.
- რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.
- პიროვნული მოწესრიგებულობა.
- ფიზიკური შრომისთვის/დატვირთვისთვის მზადყოფნა.
- პუნქტუალურობა.