სტილისტი, მანიკიურის სპეციალისტი
სილამაზის სალონი M-CLUB აცხადებს ვაკანსიას სტილისტის და მანიკიურის სპეციალისტის პოზიციებზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №2/2
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
სტილისტის ძირითადი მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქალისა და მამაკაცის თმის შეჭრისა და დავარცხნის ტექნიკის ცოდნა;
- თმის შეღებვის ტექნიკის ცოდნა;
- სხვა სალონური პროცედურების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- თანამედროვე სტილისა და ტენდენციების ცოდნა;
- კლიენტებთან კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი კულტურა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
მანიკიურის სპეციალისტის ძირითადი მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კლასიკური და აპარატული მანიკიურის ცოდნა;
- გელ-ლაქის/გელით დაფარვის პროფესიულ დონეზე ცოდნა;
- ფრჩხილის მოვლისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა;
- თანამედროვე დიზაინისა და მანიკიურის ტენდენციების ცოდნა;
- კლიენტებთან კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი კულტურა;
- სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
- სასიამოვნო და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
- სტაბილურ სამუშაო პირობებს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
განაცხადების მიღება შესაძლებელია 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.