სტაჟირების პროგრამა მონაცემთა ბაზის მიმართულებით
HR.GE-ის საიტი აცხადებს სტაჟირების პროგრამას, საიტის მონაცემთა ბაზის მიმართულებით.
HR.GE-ის საიტი 2006 წლიდან ოპერირებს და 20 წელია უკვე ბაზარზე მყარადაა წარმოდგენილი როგორც სტაბილური და სანდო ბიზნეს პარტნიორი.
თუ გსურთ წარმატებულად დაიწყოთ კარიერა, გაეცნოთ თანამედროვე ორგანიზაციების სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპს, თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას.
გრაფიკი: 09:30 – 18:30
ლოკაცია: საბურთალო, ვაჟა-ფშაველას 71
სტაჟირების ვადა: 3 თვე
სტაჟირება ანაზღაურებადია.
სამუშაოს აღწერა:
- HR.ge-ს ბაზაში მუშაობა
- საიტზე განთავსებული ტექსტის ხარისხის კონტროლი
- ვაკანსიების განთავსება საიტზე
- სამუშაო მაძიებლების ბაზაში მუშაობა
- სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეპორტინგის წარმოება
- სხვა სამუშაოსთან დაკავშირებული ფუნქიების შესრულება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, სავალდებულოა Excel (Windows, MS Word, Outlook, Internet);
- ენების ცოდნა: ქართული(მშობლიური), უპირატესობა მიენიჭება რუსული და ინგლისური ენების ცოდნას.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- განვითარებაზე ორიენტირებული
- კრეატიული, ინიციატივიანი
- პუნქტუალური, ორგანიზებული
- სირთულეების დაძლევის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული