სტაჟირება - სარწყავი და სადრენაჟო სისტემების სპეციალისტი — Pool Care

Pool Care

სტაჟირება - სარწყავი და სადრენაჟო სისტემების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Pool Care" აცხადებს სტაჟირებას სარწყავი და სადრენაჟო სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საინჟინრო პროექტების მომზადება (საირიგაციო, სადრენაჟე და ჰიდროტექნიკური მიმართულებით);
  • ტექნიკური დავალებების და საკუთარი ძალებით განსახორციელებელი ტექნიკური დოკუმენტაციების მომზადება;
  • არსებული ინფრასტრუქტურის ტექნიკური შეფასება და პროექტირების წინაპირობების განსაზღვრა;
  • საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ ნორმებთან, სტანდარტებთან და ტექნიკურ მოთხოვნებთან;
  • საველე გასვლებში მონაწილეობა და მონაცემების შეგროვება/დამუშავება;
  • სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია პროექტირების პროცესში;
  • პროექტების კორექტირება მიღებული შენიშვნების საფუძველზე;
  • პროექტის ეტაპობრივი ანგარიშგება და დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საპროექტო სამუშაოების გამოცდილება;
  • საპროექტო პროგრამების ცოდნა (AutoCAD ან სხვა);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და დამუშავების უნარი;
  • სასურველია GIS პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების მიხედვით);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი