სტაჟირება სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის დანერგვის ჯგუფში
კომპანია Digitron აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის დანერგვების გუნდში.
პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე.
ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ტატიშვილის ჩიხი 1.
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:30 - 18:30, ორშაბათი - პარასკევი
აღწერა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.
ფუნქცია/მოვალეობები:
- პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება
- სამუშაო ფაილების მომზადება
- კლიენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
- კლიენტებისგან სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა
- პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება
- ტექნიკური დავალებების მომზადება
- სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
- განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც)
- სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
- MS Office-ის პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- გუნდურად მუშაობის უნარი
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10.09.2026