სტაჟირება - მედიცინის ფაკულტეტი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტაჟირება - მედიცინის ფაკულტეტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად.

გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორთა შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში ანაზღაურების გაეშე სტაჟირებაზე - 2 (ორი) ვაკანსია.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტს.

კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს:

  • სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);
  • ინგლისურ ენა (წერა, კითხვა, მეტყველება).

აპლიკანტი უნდა ფლობდეს:

  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Word (მაღალ დონეზე, მათ შორის: სქოლიოების გაფორმება და სხვა ტექნიკური დეტალების ზედმიწევნით ცოდნა).
  • Microsoft Excel
  • ინტერნეტს.

სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):

  • პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დავალების დადგენილ ვადაში შესრულება;
  • გუნდური მუშაობის კულტურა;
  • ტექნიკური უნარ-ჩვევები;
  • კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა (მათ შორის, უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი);
  • ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაცია.

სტაჟიორის ფუნქცია-ვალდებულებებია:

სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრული იქნება სტაჟირების ხელმძღვანელის ზეპირი/წერილობითი მითითების შესაბამისად, რომელთა შორისაა:

  • კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
  • აკადემიურ პერსონალის დახმარება, სტუდენტებისთვის ტექნიკური დახმარება (ტუტორიალი) და კონსულტირება.
  • ოფიციალურ კომუნიკაციაში ჩართვა უფროსის მითითებით (ელ-ფოსტები, კორესპონდენცია, შეხვედრები და ა. შ.)
  • სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება.
  • სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების შესახებ სტუდენტებისგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის მათი მოგვარების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში უკუკავშირი სტუდენტებთან);
  • სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა ფაკულტეტის და ცენტრალური ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით (მაგალითად, ცხრილში არსებული პრობლემები, სასწავლო კურსზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვ.);
  • საჭიროებებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

საბუთების წარმოსადგენი ვადა:

2026 წლის 10 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით 17 საათამდე.

სამუშაო გრაფიკი:

კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა.

სტაჟირების პერიოდი:

3 (სამი) თვე.