სტაჟირება - MCR ინჟინერი
ინოვაციების კომპანია "ქარვა" ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 18 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ქარვას წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით. 2017 წელს ლონდონში ქარვას ტექნოლოგია, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან ქარვა გახდა DVB (DVB - Digital Video Broadcasting)-ის წევრი.
"ქარვა" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას MCR (Master Control Room) ინჟინრის პოზიციაზე.
MCR ინჟინერი აწარმოებს SilkTV სისტემის მონიტორინგს. სტაჟირების პერიოდი მთლიანად ეთმობა საქმის სპეციფიკის ადგილზე შესწავლას. ეს პოზიცია საინტერესო იქნება დამწყები სისტემის ან/და ქსელის ადმინისტრატორებისთვის. განვიხილავთ გამოუცდელ, მოტივირებულ კანდიდატებს! ქარვაში შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით.
რატომ შეიძლება იყოს ეს როლი საინტერესო:
- იმუშავებ რეალურ IPTV ინფრასტრუქტურასთან (მონიტორინგი, პრობლემების აღმოჩენა და რეალურ ინციდენტებზე რეაგირება)
- ნახავ, როგორ მუშაობს დიდი სისტემების 24/7 ოპერირება
- ისწავლი როგორ მუშაობს IPTV და დიდი ინფრასტრუქტურა
რა პროფესიული უნარები სჭირდება MCR ინჟინერს?
- Unix სისტემების საბაზისო ცოდნა
- სასურველია საქსელო მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება
როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე ქარველი?
- დისციპლინირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- საქმეზე ორიენტირებულობა
- მუდმივი განვითარების სურვილი
როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა?
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- მხარდამჭერი გუნდი
- ბენეფიტები: ყოველდღიური ლანჩი, ჯანმრთელობის დაზღვევა (სტაჟირების დასრულების შემდეგ), კორპორაციული ღონისძიებები, საჩუქრები
ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:
- გრაფიკი სტაჟირების პერიოდში - თავისუფალი - სტაჟიორი გრაფიკს თავად მოირგებს კომპანიასთან წინასწარი შეთანხმებით, სტაჟირების შემდეგ 24 საათიანი ცვლა ოთხ დღეში ერთხელ.
- ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში შეადგენს 400 ლარს, სტაჟირების შემდეგ სხვადასხვა დონის მიხედვით მერყეობს 1000-1600 ლარი (დონის მიხედვით, რაც ასევე ტესტირებით განისაზღვრება).
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. გობრონიძის ქუჩა 32.