სტაჟირება - კონსულტანტი — DeFacto

DeFacto — ლოგო
DeFacto

სტაჟირება - კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"DeFacto"-ს გუნდი გიწვევს!

ჩვენ ვეძებთ მეგობრულ, ენერგიულ და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის და სურთ, გაიარონ ორთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა.

პოზიცია: სტაჟირება კონსულტანტის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (ისთ ფოინთი); ქ. ბათუმი

სამუშაოს ტიპი: 2-თვიანი სტაჟირება

რას გააკეთებ?

  • დაეხმარები მომხმარებლებს მათთვის სასურველი სამოსის შერჩევაში;
  • გაუზიარებ ინფორმაციას პროდუქტების შესახებ და შესთავაზებ მარტივ სტაილინგის რჩევებს;
  • გაეცნობი ჩვენს კოლექციებსა და პროდუქტებს;
  • მხარს დაუჭერ გაყიდვებს და გუნდის საერთო წარმატებას;
  • დაეხმარები გუნდს მაღაზიის მოწესრიგებასა და ვიზუალურად მიმზიდველი გარემოს შექმნაში;
  • ჩაერთვები პროდუქციის განთავსებასა და მერჩენდაიზინგში.

უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მოდისა და რითეილის სფეროსადმი ინტერესი;
  • სწავლის, განვითარებისა და ახალი გამოწვევების მიღების სურვილი;
  • სტუდენტებსა და ახლად კურსდამთავრებულებსაც სიამოვნებით გელოდებით.

რას გთავაზობთ?

  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • რეალურ გამოცდილებას მოდის რითეილის სფეროში;
  • კომუნიკაციისა და მომხმარებელთა მომსახურების უნარების განვითარებას;
  • შესანიშნავ გუნდსა და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
  • DeFacto-ში პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.