Consultings Group Georgia
სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
კომპანია "Consultings Group Georgia" აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი;
- ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (რუსული ენის ცოდნა პრიორიტეტულია);
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციებთან, ფიზიკურ პირებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- ხელშეკრულებების რეგისტრაცია, დაარქივება;
- კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, არსებული ხარვეზებისა და დარღვევების გამოვლენა და აღმოფხვრა.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ტაბიძის 3-5.