სტაჟირება / ელექტროშემკეთებელი
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს სტაჟირებას კასპის ცემენტის ქარხანაში ელექტროშემკეთებლის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ქ. კასპი, ფარნავაზის ქ. #2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00 საათი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2
ძირითადი მოვალეობები:
- ქარხნის ელექტრული ქსელისა და აგრეგატების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- 1000 ვოლტამდე ელექტრული ქსელიდან წარმოქმნილი გაუმართაობების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
- ელექტრულ ნაწილში ავარიის შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოების შესრულება;
- მასზე დაკისრებულ სამუშაო უბანზე პერიოდული შემოვლების ჩატარება და ელექტრო მოწყობილობების ვიზუალური დათვალიერება;
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია პროფესიული განათლება ელექტოობის მიმართულებით;
- სასურველია ელექტრიკოსად მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საზომი ხელსაწყოების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება;
- სასურველია ელექტრო მოწყობილობების, ელექტროძრავების, გამანაწილებელი ფარებისა და ავტომატიკის სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
არსებული ბენეფიტები:
- კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
- ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
უპირატესობები:
- უფასო კვება
- ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
- ჯანმრთელობის დაზღვევა