სტაჟიორი - ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის განყოფილება
პოზიცია: სტაჟიორი - ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის განყოფილება
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო
დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი გრაფიკი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
გუნდის საქმიანობის აღწერა
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო და ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორული ურთიერთობების მხარდაჭერას. გუნდი პასუხისმგებელია Nostro და Loro ანგარიშების გახსნისა და მართვის პროცესების კოორდინაციაზე, საკორესპონდენტო ბიზნესის, ასევე ბანკების ფინანსური ანალიზისა და შიდა სტრუქტურებთან დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციის შესრულებაზე.
შენ, როგორც სტაჟიორი, ჩაერთვები ისეთ პროცესებში, როგორიცაა:
- Nostro და Loro ანგარიშების გახსნისა და ონბორდინგის საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობა;
- ბანკების ფინანსურ ანალიზში და ლიმიტების დაწესებაში მონაწილეობა ბანკის შიდა მიმართულებების მოთხოვნის შესაბამისად;
- პარტნიორ ინსტიტუტებთან ორმხრივი დოკუმენტაციისა და შესაბამისი კითხვარების წარმოება;
- შიდა სტრუქტურებთან (Compliance, იურიდიული, ანგარიშსწორება, ხაზინა) კოორდინაცია ანგარიშების გახსნის პროცესში;
- საკორესპონდენტო ბიზნესის, გადახდების მარშრუტებისა და Nostro ხარჯების სისტემატურ ანალიზში მონაწილეობა;
- პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების შესახებ მონაცემების დამუშავება, ანალიზი და რეპორტების მომზადება;
- ბანკის შიდა ბიზნეს ერთეულების (ხაზინა, ვაჭრობის დაფინანსება, custody) მხარდაჭერა პარტნიორებთან პირველადი კოორდინაციის ეტაპზე.
კვალიფიკაცია
ეს შესაძლებლობა შენთვისაა, თუ:
- ხარ ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით მე-3/მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- ხარ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი;
- გამოირჩევი ძლიერი კომუნიკაციის და მულტითასქინგის უნარით;
- ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე. უპირატესობაა რუსული ენის ცოდნა;
- ფლობ MS Office-ის პროგრამებს (Excel, Word, PowerPoint) მაღალ დონეზე;
- გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.