სტაჟიორი ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით- თბილისი, რეგიონები — ტერაბანკი

ტერაბანკი — ლოგო
ტერაბანკი

სტაჟიორი ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით- თბილისი, რეგიონები

შეთანხმებით ახალი თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი
"ტერაბანკის" თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის ფილიალებში ვეძებთ სტაჟიორს ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით.

მოდი ჩვენთან, თუ:

** გსურს კარიერის დაწყება და განვითარება საბანკო სფეროში;
** ხარ კომუნიკაბელური და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;
** შეგიძლია გუნდურად მუშაობა;
** გაქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება (განვიხილავთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც);
** იცი საოფისე კომპიუტერული პროგრამები საბაზისო დონეზე.

სტაჟირების პერიოდში შენი მოვალეობა იქნება:

** საკრედიტო ექსპერტების სამუშაო პროცესზე დაკვირვება;
** მენტორთან ერთად ბიზნეს სესხების პროექტების დამუშავება, კომიტეტზე წარდგენა, დამტკიცება;
** მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ დამოუკიდებლად მუშაობა, კერძოდ: კლიენტების მოზიდვა, ჯვარედინი გაყიდვები, პროექტების დამუშავება, კომიტეტზე წარდგენა, სესხის გაცემა.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას მინიმიკროს ექსპერტის პოზიციაზე;
** ფიქსირებულ ხელფასს და ყოველთვიურ ბონუსს გაყიდვების შედეგების საფუძველზე;
** კარიერული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.

სტაჟირების პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი;
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე;
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ