სტაჟიორი აუდიტის დეპარტამენტში — MOORE

MOORE — ლოგო
MOORE

სტაჟიორი აუდიტის დეპარტამენტში

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსური აუდიტის მიმართულებით.

"Moore Global Network Limited" - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass;
  • მზარდი ანაზღაურება;
  • უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები;
  • ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი;
  • პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
  • ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან;
  • მხარდაჭერა, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.

ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება;
  • აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
  • აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
  • განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
  • აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
  • ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში;
  • ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.