სტაჟიორი არქიტექტორი
NS STUDIO არქიტექტურული სტუდია აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორი არქიტექტორის პოზიციაზე თბილისში.
გრაფიკი: 09:00-18:00 / 08:00-17:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ძირითადი მოვალეობები:
- არქიტექტურული ნახაზებისა და დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა
- 2D და 3D მოდელების შექმნა და რედაქტირება
- საპროექტო დოკუმენტაციის ორგანიზება
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებული
- არქიტექტურული და სამშენებლო ნახაზების წაკითხვის საბაზისო ცოდნა
- პროგრამების ცოდნა: AutoCAD (სავალდებულო), SketchUp, Revit, Adobe Photoshop (სასურველი)
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ისა და Word-ის ცოდნა
- უმაღლესი განათლება
- ამავე სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი
- განვითარების და სწავლის სურვილი
- ორგანიზებულობა
- ეფექტური კომუნიკაცია
- დროის ეფექტურად მართვა