სტაჟიორ-ბუღალტერი
შპს "ჯი ემ ფინანსური კონსულტაცია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერიის მიმართულებით სტაჟიორის პოზიციაზე.
თუ გსურს მიიღო პრაქტიკული გამოცდილება ბუღალტერიაში, იმუშაო პროფესიონალებთან და განივითარო ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
ვის ვეძებთ?
- ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტს;
- განიხილებიან III და IV კურსის სტუდენტებიც;
- ბუღალტრული აღრიცხვის საფუძლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, საბაზისო ცოდნა;
- პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს;
- სწავლისა და განვითარების სურვილს;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარს.
სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — მთავარია მოტივაცია, სწავლის სურვილი და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება.
რას გთავაზობთ?
- ბუღალტერიაში პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
- პროფესიონალებისგან სწავლასა და მენტორობას;
- რეალურ სამუშაო პროცესებში ჩართულობას;
- პროფესიული უნარების განვითარებას;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიცია: სტაჟიორი ბუღალტერიის მიმართულებით
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (სწავლის პროცესში ხელშეწყობა)
ანაზღაურება: შეთანხმებით