სპა მიმღების ადმინისტრატორი- ბათუმი — Steps Batumi Hotel and Suites

Steps Batumi Hotel and Suites — ლოგო
Steps Batumi Hotel and Suites

სპა მიმღების ადმინისტრატორი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

STEPS Batumi Hotel & Suites-ის აპარტ-სასტუმრო ბათუმში, რომელიც Premium Group-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსული სტუმარები უზრუნველყოს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილებით.

მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 სასტუმრო აპარტამენტს, სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ტერასას, რესტორანს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას სპა მიმღების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ბათუმი, გრ. ლორთქიფანიძის ქ. 2ბ

ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება და მათთვის სპა მომსახურებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • სატელეფონო ზარების, შეტყობინებებისა და ჯავშნების მართვა;
  • სალარო ოპერაციების წარმოება და ყოველდღიური ანგარიშგება;
  • სასტუმროს მიმდინარე აქციებისა და დამატებითი მომსახურებების შეთავაზება;
  • სტუმართა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გაყიდვების უნარი და სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!