სპა ადმინისტრატორი
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება. სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას სპა ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, პეტრე მელიქიშვილის 47/49
ძირითადი მოვალეობები:
- სპა ცენტრის სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და კონსულტაციის გაწევა;
- ჯავშნების მიღება, მართვა და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
- სტუმრების ვიზიტების დაგეგმვა და კოორდინირება;
- სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მართვა;
- სტუმრების მოთხოვნებისა და პრეტენზიების დროული განხილვა;
- სპა მომსახურებების, სპეციალური შეთავაზებებისა და პროდუქტების წარდგენა;
- სალარო ოპერაციების განხორციელება და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
- სტუმართა კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები:
- ადმინისტრაციულ, მომსახურების ან სტუმართან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების (MS Office) და ჯავშნების მართვის სისტემებთან მუშაობის უნარი;
- მაღალი კომუნიკაციისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უნარები;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პროფესიული ეთიკის, კონფიდენციალურობისა და მომსახურების სტანდარტების დაცვის უნარი;
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
- კვებით უზრუნველყოფას
- ანაზღაურება: 1200 ლარი (NET)