სოციალური მუშაკი
World Vision საქართველო აცხადებს ვაკანსიას მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფრის სოციალური მუშაკის პოზიციაზე.
პოზიციის სახელწოდება: სოციალური მუშაკი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 20 საათი კვირაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარი აერთიანებს დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის სადღესამისო თავშესაფარს.
დღის ცენტრის მიზანია მობილური ჯგუფის მიერ გადმომისამართებული ან მომსახურებაში სხვა გზით ჩართული ბავშვების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება რათა მოხდეს ბავშვების თანდათან მოწყვეტა ქუჩის ცხოვრებიდან და სტაბილური ჩართვა დღის ცენტრის მომსახურებაში მათი 24-საათიან ტრანზიციულ მომსახურებაში ან სხვა მომსახურებებში განთავსების მიზნით.
დღის ცენტრთან ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, რომლის მთავარი მიზანიცაა უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი (ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ) გადაუდებელი თავშესაფრით და დახმარებით (პირველადი სამედიცინო და ფსიქო-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება) და მოახდინოს ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის ფორმის განსაზღვრა.
ძირითადი მოვალეობები:
- ბავშვის ცენტრში შემოსვლისთანავე ანკეტის (სარეგისტრაციო ფორმის) შევსება;
- დღის ცენტრის ბენეფიციართა შემთხვევების (პირადი საქმის) წარმოება;
- დღის ცენტრში შემოსული ბავშვის გადაუდებელ საჭიროებებს განსაზღვრა სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური კუთხით და ცენტრის მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად ამ საჭიროებათა დაკმაყოფილების გზების მოძიება;
- ინფორმაციის მოძიება ბავშვის ოჯახისა და სოციალური თანადგომის ქსელის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ბავშვის შეფასება და ცენტრის მულტიდისციპლინარულ გუნდსა და მობილური ჯგუფის სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობით პირველადი ზრუნვის გეგმის შედგენა;
- პროგრესის ჩანაწერების წარმოება ბავშვის შემთხვევასა და პირველადი ზრუნვის გეგმის მიზნების შესრულებასთან მიმართებაში;
- აქტიური მონაწილეობა ბავშვის პირად საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციასა და მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებში; ინფორმაციის და მისთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტების მიწოდება მობილური ჯგუფის სოციალურ მუშაკისთვის;
- ცენტრის მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად ბავშვის მომზადება 24 საათიან ტრანზიტულ მომსახურებაში ან ზრუნვის გრძელვადიან ფორმაში გადასასვლელად;
- ცენტრის მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად ბავშვის 24 საათიან ტრანზიტულ მომსახურებაში ან ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში გადასვლის მზაობის შეფასების ინსტრუმენტს შემუშავება და მობილური ჯგუფის სოციალურ მუშაკთან ერთად ბავშვის შეფასებას განხორციელება ამ ინდიკატორების შესაბამისად;
- ორგანიზაციის შიდა პოლიტიკების დაცვა და იმოქმედოს ბავშვთა და ზრდასრულ ბენეფიციართა დაცვის ქცევის პროტოკოლის შესაბამისად;
- მენეჯერის დავალებით პოზიციასთან დაკავშირებული სხვა პასუხისმგებლობების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სოციალური სამუშაოს მიმართულებით
- აღნიშნული პროფესიით მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
- ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა და დაგეგმარების უნარი
- დეტალების მიმართ ყურადღება
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 29 ივნისი.